გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მნიშვნელოვანია ქვეყანამ გააუქმოს ბოლო დროს მიღებული კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, სათანადოდ შეასრულოს ევროკომისიის 9 დათქმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ახალი მოწვევის პარლამენტს ურჩევს უმოკლეს ვადაში გადადგას შემდეგი 5 ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობად:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
პანელური დისკუსია: „საქართველოში არსებული ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები“ 2024 წლის 2 ივლისს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სპონსორობითა და ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის (GEA) პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სტამბაში.
პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიულ პროცესში ჩართულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის უპირატესობების ძლიერ და ინკლუზიურ გაგებას საქართველოში ყველა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის.
პოლიტიკური პოლარიზაცია ზიანს აყენებს საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობას და პოლიტიკურ პროცესებს, უარყოფითად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე, აფერხებს სოციალურ განვითარებასა თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებს და იწვევს დემოკრატიის დასუსტებას.