სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მართვა და ადმინისტრირება არის საკმაოდ კომპლექსური კონცეფცია, რომელიც მოიცავს ნარჩენების მართვას და ნარჩენების დაგროვების პრევენციას სურსათის წარმოების, მოსავლის შემდგომი დაბინავების პროცესში, ასევე სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენას, ეტიკეტირებას და თარიღის მითითებას, ოფიციალურ კონტროლსა და დაბეგვრას (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი).
14 დეკემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, სალომე გელაშვილმა, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების შედეგები წარადგინა. რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.