სოციალური დახმარების ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე: საქართველოს მაგალითი
27
იანვარი
2025
სოციალური დახმარების პროგრამებსა და ამომრჩევლის ქცევებს შორის კავშირი განხილვის საგნად იქცა როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შექმნილი სოციალური პროგრამები ხშირად პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, განსაკუთრებით, განვითარებად დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც ქვეყნის მოქმედ მმართველებს შეუძლიათ აღნიშნული პროგრამების გამოყენება ამომრჩეველთა ლოიალობის მოსაპოვებლად.