2024 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 9.7 პუნქტით შემცირდა და 3.8-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება საფინანსო (-22.1) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
საქართველოს მეწარმეობის სექტორში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალების შესაძლებლობაზე წამოიწყონ და განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად განხორციელებული საკანონმდებლო მცდელობებისა და შემუშავებული ეკონომიკური სტრატეგიების მიუხედავად, ქალები კვლავ აწყდებიან სირთულეებს, როგორიცაა შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ შესაძლებლობას წამოიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
2024 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.
პირველ მაისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ამბროლაურში გაიმართა და ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.