წყლის ხარისხი 21-ე საუკუნეში გლობალურ პრობლემად იქცა. გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მხოლოდ 56% იფილტრება. მიუხედავად ამისა, ქვეყნების უმრავლესობა (განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები) რეგულარულად არ აგროვებს წყლის ხარისხის შესახებ მონაცემებს.
ტყვიით დაბინძურების გამო ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 900,000 ადამიანი იღუპება (IHME, 2019). როგორც წესი, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ განვითარებად ქვეყნებში დგას, სადაც საღებავებსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებში ტყვიის შემცველობა სრულად არ რეგულურდება და სათანადოდ არ კონტროლდება.
როგორც ვხედავთ, ქალაქის ეკოლოგიაზე ზეწოლა იზრდება, ამიტომ აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უფრო ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს. ითვლება, რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტური გზა ურბანული პარკების განვითარებაა. სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის ტენდენცია საპირისპიროზე მეტყველებს: ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი თბილისში მკვეთრად შემცირდა; თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეფასება აჩვენებს, რომ 2010-2018 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი 5.6-დან 1.3 კვ.მ-მდე შემცირდა, რაც საშუალო ევროპულ სტანდარტზე – 10-15 კვ.მ. ერთ სულ მოსახლეზე – მკვეთრად დაბალია.