შეავსე ფორმა
Logo
რა უნდა გავაკეთოთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი კვამლივით არ გაიფანტოს?
13 მარტი 2017

2017 წლის იანვარში სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარტში კი საქართველოს პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2003 წელს შევიდა ძალაში და მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. თუმცა ამჟამად დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე რადიკალური ნაბიჯებია საქართველოს თამბაქოსგან თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევისკენ. ახალი კანონპროექტი სრულად ფარავს თამბაქოს წარმოებას, შეფუთვას, მარკეტინგს, რეკლამას, გაყიდვას, მოხმარებას და თამბაქოს ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს.

ფასი და ცრურწმენა საქართველოს სიგარეტის ბაზარზე
20 თებერვალი 2017

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც მთავრობა ცდილობს, სიგარტზე ფასის გაზრდით დაარეგულიროს მასზე მოთხოვნა, საზოგადოებისგან ძალზე არაერთგვაროვან რეაქციას იღებს. ერთნი (უმეტესად არამწეველები) მიესალმებიან ამ ნაბიჯებს, მეორენი კი ხელისუფლებას სიხარბეში ადანაშაულებენ და არაეფექტუად თვლიან ამგვარ პოლიტიკას. ვინ არის მართალი და ვინ ცდება ამ ცხარე კამათში? მოდით, ახლოდან შევისწავლოთ ფაქტები.

ხაჭაპურის და სამომხმარებლო ფასები ერთად იზრდება
07 მარტი 2016

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ხაჭაპურის ინდექსის 2016 წლის 7 მარტის ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ქართული ლუდის აქციზის გადასახადის ექსპერიმენტები
10 ოქტომბერი 2015

ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, როგორც ჩანს, ლუდის შიდა მწარმოებლების გამძლეობის შესამოწმებლად. 2014 წლის სექტემბერში სექტორს დარტყმა მიაყენა სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლმა, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას საჯარო თავშეყრის ადგილებში. ლუდის ბაზარი, რომელსაც 97% ადგილობრივი მწარმოებლები ამარაგებენ, მაშინვე შემცირდა 22%-ით (ფიზიკური მოცულობა, იხ. ჩარტი), წლიური თვალსაზრისით.

შეავსე ფორმა