პუბლიკაციები

- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - IRI

- მაკროეკონომიკური პოლიტიკა
- მედია და დემოკრატია




მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარება საქართველოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3, იქმნება მშპ-ის 50% და ქალაქი ზრდას განაგრძობს. ეს კი იმის ფონზე, რომ მუნიციპალიტეტებში, გამონაკლისის გარდა, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია და ეკონომიკა ნელა ვითარდება. საქართველოს მოსახლეობის 48% სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 6.85 აშშ დოლარს ან ნაკლებს მოიხმარს (2017 წლის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით).

ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა როლს ასრულებს ბიზნესის განწყობა ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებაში. აქცენტს ვაკეთებთ ბოლოდროინდელი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის გავლენაზე, რისთვისაც ვიყენებთ როგორც ქართულ მონაცემებს, ისე საერთაშორისო გამოცდილებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ეს პუბლიკაცია მოიცავს უცხოურ ვალუტაში საქართველოს მთლიან საერთაშორისო რეზერვებთან დაკავშირებული მოვლენების მიმოხილვას, წარმოდგენილია მოსაზრებები რეზერვების ადეკვატურობის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. მიმოვიხილავთ მოსაზრებებს მზარდი პოლიტიკური გაურკვევლობის ფარგლებში ცენტრალური ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთანს დაკავშირებულ პრინციპებზეც. აღმოჩნდა, რომ, სავარაუდოდ, არსებული საერთაშორისო რეზერვები არ არის საკმარისი ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ახლახან სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, მილიარდერს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, რომელიც საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს დე ფაქტო მმართველად. ეს ზომები, რომლებიც მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას, მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ხაზს უსვამს ივანიშვილის პირად როლს ქვეყნის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევაში.

დოკუმენტში აღწერილია მცირე და საშუალო საწარმოების რეგულირების ზეგავლენის ტესტის (შემდგომში, RIA-SME ტესტი) მეთოდოლოგიის მთავარი ასპექტები. აღნიშნული დოკუმენტი შეიქმნა „საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SME) რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ტესტის მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება RIA-SME ტესტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის” პროექტის შედეგად, რომელიც დაფინანსდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ და განხორციელდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.