საქართველომ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) სამართლებრივი რეგულირება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №35 დადგენილებით („რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“). დადგენილების მიღება ემსახურება ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონში 2019 წ. 29 მაისს შესული #4607 ცვლილების განხორციელებას, რომელიც ქვეყანაში ხელს უწყობს ფაქტებზე დაფუძნებულ, ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
აღნიშნულმა ოფიციალურმა ქმედებამ საბოლოოდ დაასრულა რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო რამდენიმე საერთაშორისო დონორის მონაწილეობით, რომლის მიზანიც იყო საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების პროცესში. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლების კომპეტენცია იზრდებოდა ტრენინგებით, პრაქტიკული საპილოტე პროგრამებით, დონორების მიერ დაფინანსებული გრანტებით, რათა შერჩეულ სარეფორმო ინიციატივებზე ჩატარებულიყო რეგულირების ზეგავლენის შეფასება.
მაშინ როდესაც ნორმატიული აქტების შესახებ კანონში გაწერილი დებულებები და მათთან დაკავშირებული განკარგულება გვაძლევს მონახაზს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში, ხოლო მეთოდოლოგიის დეტალური განხილვა მოცემულია დანართის სახით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეები საჭიროებენ უფრო კონკრეტულ და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რითაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრაქტიკოსები იხელმძღვანელებენ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვის დროს.