შეავსე ფორმა
Logo

RIA

საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2017

2013 წელს საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი („კანონპროექტი“). სამუშაო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის პარტნიორი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებდა USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერებისა და მოგვიანებით კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (PROLoG) პროექტებს საქართველოში. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, იურისტები. ჯგუფს კონსულტაციებს უწევდნენ საერთაშორისო ექსპერტები.

ჯგუფის თავდაპირველი მიზანი იყო მთელი რიგი დისპოზიციური წესების შემუშავება, რომელთა საფუძველზე მხარეები შეძლებდნენ ხელშეკრულების გაფორმებას დამატებითი პირობებით. ამას უნდა გაეზარდა საკანონმდებლო გარემოს ეფექტიანობა და შეემცირებინა გაურკვევლობა, რაც უზრუნველყოფდა კანონის უკეთეს განხორციელებასა და აღსრულებას. ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების შესახებ შეთანხმებამ საჭირო გახადა, კანონპროექტში შესულიყო ახალი იმპერატიული და დისპოზიციური დებულებები.

შეავსე ფორმა