პროექტის მიზანია 2004 წელს ექპერტულ-ნორმატიული მეთოდით განსაზღვრული საჭიროების ინდექსის კოეფიციენტების რევიზია. 2004 წლის ექსპერტულ-ნორმატიული შეფასებისათვის დოკუმენტში გამოვყენებთ ისეთ ტერმინებს როგორიცაა „წინა შეფასება“, „ძველი მეთოდი“ ან სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზას. კოეფიციენტების გამოთვლაში გამოყენებულია სხვადასხვა საქონლის ფასები, ასევე იმდეროინდელი ბიუჯეტი და ფასები. რა თქმა უნდა 10 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი შეიცვალა და ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვნად. რეპორტში ჩვენ ვაჩვენებთ როგორ გამოვიყვანეთ ახალი კოეფიციენტები და ასევე თითოეულ ნაბიჯს შევადარებთ იმას თუ როგორ იყო ეს გაკეთებული წინა მეთოდში.
მეთოდოლოგიის მიზანია სხვადსხვა კატეგორიის ადამიანებისთვის გაზომოს საარსებო მინიმუმი თუკი საზომი ერთეულია ჯანმრთელი 30-39 წლის მამაკაცის საარსებო მინიმუმი. კატეგორიები აღებულია ადამიანის სქესის, ასაკის (დაყოფილია შემდეგ ინტერვალებად: 0-3 (48 თვზე ნაკლები) 4-6 (48 იდან 84 თვემდე), 7-12, 13-17, 18-29, 30-39, 40-59, და 60+) და სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით (ჯანმრთელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი (შემდგომში შშმ ბავშვი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - I ჯგუფი (შშმპ - I ჯგუფი), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი - II ჯგუფი, დევნილი, სარეცელეს მიჯაჭვული, მარტოხელა პენსიონერი, ფეხმძიმე, მეძუძური, მარტოხელა მშობელი და ობოლი). ქვემოთ მოყვანილ პირვლე ცხრილში შეჯამებულია ყველა ის კატეგორია რომელსაც მეთოდოლოგია განიხილავს.