შეავსე ფორმა
Logo

კვლევითი ანგარიშები

ტრენინგის შეფასების ფორმების, კოოპერატივების რეგისტრაციის ფორმებისა და პრედა პოსტ- ტესტების შეფასების ანგარიში
ორშაბათი, 03 დეკემბერი, 2018

სოფლისა და სოფლის მეურნეობის გავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლის მარტში დაიწყო. მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. სახელმწიფოსთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, ENPARD მუშაობს სამი ძირითადი მიზნის მისაღწევად:

  • სახელმწიგო ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება და მათი მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში;
  • სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიეერებითა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
  • სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით.

კანონი კოოპერატივების შესახებ საქართველოში 2013 წლის ივლისში მიიღეს. 2013 1-ლ ოქტომბერს კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA) დაარსდა. სააგენტო მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში. იგი არის პასუხისმგებელი გრანტების გაცემაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მონიტორინგსა და შეწყვეტაზე საქართველოში.

შეავსე ფორმა