შეავსე ფორმა
Logo

პოლიტიკის დოკუმენტები

ასაკი და გენდერი სამხრეთ კავკასიაში
ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2022

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სოციალური პოზიციების მისანიჭებლად, გენდერული და ასაკობრივი ნიშნით როლების დასადგენად და მწირი რესურსების გასანაწილებლად საზოგადოებაში იყენებდნენ სოციო-ბიოლოგიურ მარკერებს – სქესსა და ასაკს. სოციალურ მეცნიერებებში მკვლევრები ცალ-ცალკე განიხილავდნენ, თუ როგორ განაპირობებდა სქესი და ასაკი ადამიანის გამოცდილებას, სოციალურ როლებს და რესურსების განაწილებას. თუმცა კონცეპტუალური ჩარჩო და ემპირიული მტკიცებულება იმის გასაგებად, თუ როგორ ურთიერთქმედებს ასაკი და სქესი სოციალურ განშრევებაზე, მხოლოდ 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა (ლევი, 1988; ესტესი, სხვები, 1984).

რაც შეეხება ასაკს, არსებობს გარკვეული, ისტორიულად და სოციალურად განსაზღვრული გარდამავალი მაგალითები, როდესაც ადამიანი გადადის ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე (განათლების მიღება, შრომის ბაზარზე შესვლა, ქორწინება, მშობლის სტატუსის მიღება და პენსიაზე გასვლა). ეს მაგალითები და ასაკობრივი ცვლილების გამოცდილება განსხვავებულია ქალებსა და კაცებში, ქვეყნისა და განსხვავებული კულტურული ტრადიციების მიხედვით. უფრო მეტიც, ეს გამოცდილება, როგორც წესი, მეტად დინამიკურია იქ, სადაც ეკონომიკური პირობები იცვლება და, შესაძლოა, ნაკლებად დინამიკურიც იყოს, სადაც სოციალური დამოკიდებულებები და ნორმები განიცდის ტრანსფორმაციას.

შეავსე ფორმა