შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება
პარასკევი, 31 მარტი, 2023

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მართვა და ადმინისტრირება არის საკმაოდ კომპლექსური კონცეფცია, რომელიც მოიცავს ნარჩენების მართვას და ნარჩენების დაგროვების პრევენციას სურსათის წარმოების, მოსავლის შემდგომი დაბინავების პროცესში, ასევე სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენას, ეტიკეტირებას და თარიღის მითითებას, ოფიციალურ კონტროლსა და დაბეგვრას (დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი).

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება არის გლობალური გამოწვევა: დიდი რაოდენობით საკვებად ვარგისი სურსათი იკარგება და/ან ნაგავში იყრება ყოველდღიურად, მაშინ როცა შიმშილის პირას მყოფი ადამიანების რიცხვი იზრდება. ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების ინდექსის’’ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც მომზადებულია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ფარგლებში, 2019 წელს გლობალურად წარმოიქმნა დაახლოებით 931 მილიონი ტონა სურსათის ნარჩენი, საიდანაც 61% მოდიოდა ოჯახებზე, 26% - კვების მომსახურებებზე და 13% - საცალო ვაჭრობაზე. გარდა ამისა, მსოფლიოში სურსათის წარმოების დაახლოებით 17% გადაიქცევა ნარჩენად: 11% შინამეურნეობებში, 5% კვებით მომსახურებებში და 2% საცალო ვაჭრობაში (გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა, 2021 წ.).

საქართველოშიც დიდი რაოდენობით სურსათი იყრება ნაგავში: ნაგავსაყრელებზე ნარჩენების 40% ორგანულია, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი მოდის სურსათის ნარჩენებზე (CENN 2017 წ.). მოსახლეობის დაახლოებით 9,5%1 განიცდის მძიმე სასურსათო დაუცველობას საქართველოში, თუმცა ყოველწლიურად დაახლოებით 0,6 მილიონი ტონა სურსათი ხვდება ნაგავსაყრელზე (გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა, 2021 წ.).

შეავსე ფორმა