შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მიმოხილვა
ორშაბათი, 22 მაისი, 2023

დიგიტალიზაცია არის პროცესი ცვლილებებისა, რომლებსაც ციფრული ტექნოლოგიები იწვევს ან განაპირობებს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტში. ბიზნესთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს ციფრულ სიახლეებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნეს მოდელებზე და ამა თუ იმ პროდუქტის შექმნასა თუ მომსახურების მიწოდებაზე. ამგვარად, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ დიგიტალიზაცია დღითი დღე სულ უფრო მეტ მნიშვნელოვნებას იძენს თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც დიდწილად კონკურენციის პრინციპს ეფუძნება.

ერნსტ ენდ იანგის სტატიის თანახმად (2018), ბიზნესის გაციფრულება მჭიდროდაა დაკავშირებული მის ეფექტურობასთან. უფრო კონკრეტულად კი, მთელ ევროპაში ადამიანური რესურსების მართვის 200 სპეციალისტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ციფრული კუთხით განვითარებული კომპანიები გამოირჩევიან პროდუქტიულობითა და ზრდის სწრაფი ტემპით, აგრეთვე, კადრების ნაკლებად გადინებით. უფრო მეტიც, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტიულობა 5%-დან 10%-მდე უფრო სწრაფად იზრდება იმ კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ ინვესტირებას ისეთ ციფრულ ტექნოლოგიებში, როგორიც მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური ტექნოლოგიებია.

საინტერესოა, რომ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ეფექტიანი მეთოდი აღმოჩნდა კომპანიებისთვის ეკონომიკურ კრიზისებთან გასამკლავებლად, მაგალითად, პანდემიის დროს. და მართლაც, მსოფლიო ბანკის ბიზნესის გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ იმ მალაიზიური კომპანიების გაყიდვები, რომლებმაც კრიზისის დროს ციფრულ გადაწყვეტილებებში განახორციელეს ინვესტირება, 12 პროცენტული პუნქტით უფრო ნაკლებით შემცირდა იმავე ზომის კომპანიებთან შედარებით, რომლებსაც ამგვარი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ.

დონორები

შეავსე ფორმა