შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

მწვანე ზრდის სტრატეგია: როგორ ვითარდება საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორი და რა არის კიდევ საჭირო?
ორშაბათი, 03 აპრილი, 2023

განახლებადი ენერგიის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია, რასაც მსოფლიოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდაც მოწმობს. კერძოდ, 2010-დან 2021-მდე ეს წილი 3.2%-დან 5.2%-მდე, ხოლო თანამედროვე ბიოენერგიის წილი 5.7%-დან 6.7%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ენერგიაზე მოთხოვნა მზარდია და გრძელ ვადაში ამოწურვადი რესურსები ვეღარ შეძლებს სრულად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. განახლებადი ენერგიის წილის ზრდა კიდევ უფრო კრიტიკული კომპონენტი ხდება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაშიც, ამიტომ იგი მწვანე ზრდის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულმა ენერგო კრიზისმა ხაზი გაუსვა ენერგო უსაფრთხოებაზე ზრუნვის მნიშვნელობას ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დასაცად. შედეგად, ამ პროცესებმა განახლებად რესურსებზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და შექმნა მკვეთრი ცვლილებების აუცილებლობა, შედეგად, ევროკავშირმა გრძელვადიანი პოლიტიკა შექმნა, რომელიც ბუნებრივი აირების საცავების რეგულაციას, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის შემცირებასა და ენერგეტიკის მიწოდების დივერსიფიკაციას მოიცავს. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით იზრდება იმ ქვეყნების როლი, რომლებსაც განახლებადი წყაროების ათვისების და მათ მიერ წარმოებული ენერგიის საზღვრებს გარეთ გატანის დიდი პოტენციალი აქვთ. საქართველოც ჩართულია ამ გლობალურ პროცესში, რომლის მიზანიც განახლებად ენერგიაზე გადასვლაა. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგობაზრის არსებული მდგომარეობის, ამ ბაზარზე განახლებადი ენერგიის როლისა და მისი განვითარების პოტენციალის შეფასება. არსებული პოლიტიკის ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოს მოკლე მიმოხილვა და საუბარია სექტორში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის პოტენციურ გზებზე.

დონორები

შეავსე ფორმა