შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

რუსული მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 2022 წელს
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2023

2022 წლის იანვარ-სექტემბერში, რუსეთიდან შემოსვლების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს (პირველ 9 თვეში რუსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსეთის 662 852 მოქალაქე შემოვიდა, რაც რუსეთიდან მთლიანი გასვლების 4%-ს შეადგენს). თუმცა, ამ მონაცემს რუსეთიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლებსაც დავუმატებთ, საქართველო ავტომატურად გადადის პირველ ადგილზე (5,351,169 გასვლა რუსეთიდან საქართველოსა და მის ტერიტორიებზე, ანუ 2022 წელს მთლიანი რაოდენობის 29%). ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს საქართველოს ტერიტორია რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 14%-მა აირჩია.

ივლის-სექტემბერში (2022 წლის მე-3 კვარტალში) რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილს იკავებდა. ამ პერიოდს შეიძლება საქართველოში რუსული მიგრაციის „მეორე ტალღა ვუწოდოთ. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17-26 სექტემბერს ლარსის გამშვები პუნქტით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 7000 იყო და პიკს 11000-ს მიაღწია. მონაცემებმა აჩვენა, რომ 2022 წლის ივლის-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეების შესვლა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 605%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შეავსე ფორმა