შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება
ხუთშაბათი, 28 თებერვალი, 2019

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოს მთავრობისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რათა შეიქმნას ეფექტური ბიზნეს-გარემო და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ფუნდამენტური კანონი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს მხარეთა ურთიერთობებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას, 2007 წელს შევიდა ძალაში. კანონის 2007 წლის ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა, რისი მიზანიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე მორგება იყო, თუმცა არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ ახერხებს დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, რაზეც საერთაშორისო რეიტინგები და შეფასებებიც მეტყველებს. 2014 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და მმართველობამ განვითარებისთვის (G4G) შეაფასეს გადახდისუუნარობის რეჟიმი საქართველოში და წარმოადგინეს რეკომენდაციები როგორც კანონმდებლობის, ისე გადახდისუუნარობის ზოგადი სისტემის შეცვლისთვის.

საქართველოს იუსიტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, GIZ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ახალი კანონის მომზადებაზე. სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, გადახდისუუნარობის საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ოთხი გამოჩენილი იურისტი, ინვესტროთა საბჭოს წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები, რომელთაც წარმოადგინეს პოლიტიკის შეცვლისთვის საჭირო რეკომენდაციები და რეფორმის ვარიანტი. 2018 წლის ივნისში სამუშაო ჯგუფმა დაასრულა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის კანონპროექტზე მუშაობა და დაიწყო კონსულტაციების ეტაპი. კონსულტაციებისთვის მოიწვიეს ის მთავარი დაინტერესებული მხარეები, რომელთაც ეხება წარდგენილი კანონმდებლობა.

შეავსე ფორმა