შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

COVID-19-ის დროს გაზრდილი გენდერული ღიობი: საქართველოს მაგალითი
ორშაბათი, 25 აპრილი, 2022

წლებია გენდერული უთანასწორობა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს (მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია სტაბილურად უმჯობესდება). COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა ქალები არაპროპორციულად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც საფრთხე შეუქმნა წლების განმავლობაში გენდერული თანასწორობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, პანდემიის ეს უარყოფითი გავლენა არ არის უნივერსალური ყველა ქვეყნისათვის. წინამდებარე მოკლე მიმოხილვის მიზანს წარმოადგენს, გენდერულ ჭრილში შეაფასოს COVID-19-ის კრიზისის შედეგად გამოწვეული გავლენები საქართველოში როგორც შრომის ბაზარზე, ისე სამეწარმეო საქმიანობაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიის გავლენა არ ყოფილა გენდერულად ნეიტრალური და ქალები განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, მოსალოდნელია გაზრდილი გენდერული ღიობის ნაწილობრივ შემცირება მხოლოდ ზოგიერთ ასპექტში. პანდემიის არაპროპორციული ეფექტის დასაძლევად საჭიროა ქალთა ეკონომიკური აქტივობის წახალისება მიზნობრივი პოლიტიკის გატარებით.

დონორები

შეავსე ფორმა