შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

უკრაინაში შეჭრა, გლობალური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოსთვის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები
ორშაბათი, 18 აპრილი, 2022

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ მოვლენამ არა მარტო ჩამოშალა გლობალური უსაფრთხოების სისტემა და გაანადგურა მილიონობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე და საარსებო წყარო შუაგულ ევროპაში, არამედ, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო უდიდესი ბირთვული, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენა. ავტოკრატიული ბირთვული სახელმწიფოს ამ სასტიკმა და არაფრისგან პროვოცირებულმა, მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ უპრეცენდენტოდ სწრაფი და სასტიკი ეკონომიკური პასუხი გამოიწვია განვითარებული მსოფლიოს მხრიდან. თითქმის ერთ ღამეში რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა და ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური სანქციების რიცხვითა და მასშტაბით ირანსა და ჩრდილოეთ კორეას გაუსწრო.

დონორები

შეავსე ფორმა