შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის ანალიზი
ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2020

ეს ანგარიში მომზადდასაქართველოში ეროვნული სოფლის მეურნეობის ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის ანალიზისმანდატით, რომელიც გადაეცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტსსაქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია“. ეს მანდატი მოიცავს კვლევის სამ უფრო დიდ საკითხს, კერძოდ, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის მონაწილეებისა და კავშირების ანალიზს, რაც მოიცავს ვიზუალიზაციას, არსებული სისტემის ძლიერი მხარეებისა და ნაკლოვანებების დადგენას და რეკომენდაციებს გაუმჯობესებისთვის. ამისათვის, ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფების (მთავრობა, განათლებასა და კვლევასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, ფერმერთა ორგანიზაციები, კერძო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები) 36 ინფორმატორთან. ეს ინფორმაცია შეივსო შესაბამისი ლიტერატურის მოკლე მიმოხილვით და მონაცემებით სხვადასხვა ვებსაიტიდან, ასევე კვლევის ჯგუფის საკუთარი ცოდნითა და დაკვირვებებით. მიგნებები განხილულ იქნა მრავალი ჩართული მხარის მონაწილეობით ჩატარებულ ვორქშოფზე.

კვლევით დადგინდა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის სისტემა მოიცავს მრავალგვარ მონაწილეებს. მთავრობის მხრიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოებია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებით რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანოები, რომლებსაც აკისრიათ პროფესიული განათლებისა და ტრენინგის და უმაღლესი განათლების განხორციელება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულები, რომლებიც ხელს უწყობენ ექსპორტის განვითარებას და ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) შექმნას. რაც შეეხება განათლებას, სოფლის მეურნეობის სფეროში პროგრამები აქვს შვიდ უნივერსიტეტს, ერთ სასწავლო უნივერსიტეტს და პროფესიული განათლების ცხრა კოლეჯს. კვლევას აწარმოებენ 2014 წელს დაფუძნებული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და სხვადასხვა უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიის (განსაკუთრებით, მასალების მიმწოდებელი კომპანიების) კვლევითი ჯგუფები. გარდა ამისა, არის სხვადასხვა ზოგადი და კონკრეტული საქონლის მწარმოებელ ფერმერთა ორგანიზაციები, რომელთა შორის ყველაზე აქტიური და გავლენიანია საქართველოს ფერმერთა ორგანიზაცია, მომავლის ფერმერი, ელკანა და საქართველოს ღვინის ასოციაცია.

შეავსე ფორმა