შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი
პარასკევი, 15 ოქტომბერი, 2021

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ არჩევნების შემდეგაც. პოლიტიკურ პარტიათა უმეტესმა ნაწილმა რამდენიმე თვის განმავლობაში ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს და საპარლამენტო პოლიტიკის განახლება მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ძალისხმევით გამართული მედიაციის პროცესის შედეგად გახდა შესაძლებელი. იმისათვის რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი პოლიტიკური ხედვების შესახებ ამომრჩეველს ინფორმაციის მიღება შესძლებოდა, შეიქმნა ხმის მიცემის საკონსულტაციო აპლიკაცია (VAA) - საქართველოს საარჩევნო კომპასი. აღნიშნული ინტერაქტიული ხელსაწყო შეიქმნა იმისათვის, რომ ამომრჩევლებს კომპლექსურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე გზის გაგნებაში დახმარებოდა და, ამავდროულად, შეეგროვებინა უნიკალური მონაცემები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ქართული პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების შედარებას. კომპასი 30 კითხვისაგან შედგება, მოიცავს პოლიტიკის ხუთ სხვადასხვა სფეროს და იდეოლოგიური სიბრტყეზე ორ, მემარჯვენეობა-მემარცხენეობისა და ლიბერალურ-კონსერვატიულ განზომილებას ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 23 სექტემბრისა და 2020 წლის 22 ნოემბრის შუალედში კომპასი დაახლოებით 38 000-ჯერ იქნა გამოყენებული, შეგროვებული მონაცემები ფასდაუდებელ ინფორმაციას იძლევა საქართველოში ამომრჩეველთა პოლიტიკური პრეფერენციების, პოლიტიკურ ლანდშაფტზე პოზიციონირების მოდელებისა და პარტიებისა და ამომრჩევლების პოზიციათა თანხვედრის შესახებ.

შეავსე ფორმა