შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია
ორშაბათი, 16 აგვისტო, 2021

გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა. ეს არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კარგი პოლიტიკის გამტარებელი ინსტრუმენტი, რომლის მიზანია, მიაღწიოს შესაძლო საუკეთესო შედეგს მართვის პროცესში გენდერის ასპექტების გათვალისწინებით და გაზარდოს მისი ეფექტიანობა.

ეს მეთოდოლოგია ნათელს ჰფენს იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს GIA-ს და პრაქტიკაში მისი გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. ის შექმნილია სამთავრობო პირების, პოლიტიკის შემქმნელების, პრაქტიკოსების, ტრენერების, საერთაშორისო დონორი საზოგადოების დასახმარებლად და ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ, ერთი მხრივ, დინამიკურ, ხოლო, მეორე მხრივ, განვითარებად სფეროში გენდერული საკითხების ჩართვით რომელიმე პოლიტიკის, კანონის, საკანონმდებლო ინიციატივის, აქტივობის, ან პროგრამის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა ან/და შეფასების ეტაპებზე. უფრო კონკრეტულად კი, ეს მეთოდოლოგია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პოლიტიკის შემქმნელების გასაძლიერებლად საჭირო ორიენტირი. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს გენდერული ზემოქმედების შეფასებას საკანონმდებლო ინიციატივებზე, პროგრამებსა და აქტივობებზე, რათა აღნიშნული მეთოდოლოგიის განხორციელებამდე უზრუნველყოფილი იყოს მისი პოტენციური ზეგავლენის საფუძვლიანი ანალიზი ქალებსა და კაცებზე, გოგონებსა და ბიჭებზე.

შეავსე ფორმა