შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

დედობის დაცვის უკეთესი სტანდარტებისკენ: როგორი პოლიტიკაა საქართველოსთვის საუკეთესო?
ორშაბათი, 05 ივლისი, 2021

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2000 წელს დედობის დაცვის კონვენცია (ნ. C183) შეიმუშავა. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც ორსული ქალებისა და დასაქმებული დედების დასაცავად არის საჭირო შრომის ბაზარზე. ამ დროისათვის კონვენცია ILO-ის 39 წევრ ქვეყანაშია რატიფიცირებული. მათ რიცხვში საქართველო (ILO-ის წევრი 1993 წლიდან) ჯერ არ შედის. აკმაყოფილებს თუ არა ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, დედობის დაცვის კონვენციით დადგენილი ძირითადი სტანდარტები განვიხილოთ:

183-ე კონვენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს დედობის შვებულების ხანგრძლივობა და კომპენსაცია წარმოადგენს. კერძოდ, კონვენცია ქალთა ანაზღაურებადი შვებულების მინიმუმ 14 კვირას ითვალისწინებს, საიდანაც მინიმუმ 6 კვირა სავალდებულო პერიოდია. დედობის შვებულების კომპენსაციის ზოგადი სტანდარტის (კონვენციის მე-6 მუხლი) მიხედვით, დედას შვებულების განმავლობაში საკუთარი თავისა და შვილის ჯანმრთელობის შენარჩუნება უნდა შეეძლოს სათანადო პირობებში და ცხოვრების უზრუნველყოფა შესაფერისი სტანდარტით.

შეავსე ფორმა