შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ის 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ
ოთხშაბათი, 30 ივნისი, 2021

პოლიტიკის დოკუმენტი აჯამებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ოჯახში დასაქმებულების შესახებ 189-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირებაზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მთავარ მიგნებებს. კონვენცია მიზნად ისახავს ყველასთვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა და ოჯახში დასაქმებულების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

189-ე კონვენციის განმარტების თანახმად, ოჯახში დასაქმებული არის პირი, რომელიც შრომითი ურთიერთობების პირობებში შინამეურნეობაში ან შინამეურნეობისთვის ასრულებს სამუშაოს. როგორც წესი, ოჯახში დასაქმებულები შინამეურნეობებს სთავაზობენ შემდეგ სერვისებს: საჭმლის მომზადება, დასუფთავება, ბავშვების მოვლა, ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მოვლა, მებაღეობა, ავტომობილის მართვა და ა.შ. ოჯახში დასაქმებულები უმეტესად უხილავი და იზოლირებული არიან დანარჩენებისგან და დამოკიდებული არიან პირად ურთიერთობებზე, რაც მათ დასაქმებულთა შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად აქცევს.

შეავსე ფორმა