შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

COVID-19-ის სოციალური ეფექტი – უნივერსალური დახმარების შემოღების საფუძველი?
ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2020

COVID-19-ის პანდემიამ, ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედების გარდა, ეკონომიკური შოკების მეშვეობით, უკვე მთელ მსოფლიოში მიაღწია შრომის ბაზრებამდე. 2020 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემები გლობალური უმუშევრობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს, რაც 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7%-ით შემცირებას გამოიწვევს, ეს კი 195 მილიონი სრული განაკვეთის სამუშაო ადგილის ტოლფასია. წინამდებარე ანგარიშში ყურადღებას ვამახვილებთ შრომის ბაზარზე გავლენის პოტენციურ მასშტაბსა და შესაბამის სოციალურ შედეგებზე საქართველოში. გამოვავლენთ COVID-19-ის კრიზისის შედეგად დაზარალებულ სხვადასხვა ჯგუფებს, შრომის ბაზრის მონაწილეებზე ყურადღების გამახვილებით. ასევე, შემოგთავაზებთ ჩვენს მოსაზრებებს შედეგების შესაძლო მასშტაბების შესახებ.

მიმდინარე კრიზისი მოსახლეობის თითქმის ყველა სეგმენტზე ახდენს გავლენას, მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილი ფართო სოციალური ჯგუფების წევრებზე:

  • შრომის ბაზრის მონაწილეები სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან. დასაქმების ნაკლები შესაძლებლობები და სამსახურიდან მასშტაბური დათხოვნა თვითდასაქმებულების და დაქირავებით დასაქმებული მუშახელის დიდ ნაწილს რთულ მდგომარეობაში აყენებს.
  • მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები პირები უფრო მეტად გაღარიბების რისკის წინაშე დგანან. ამ ჯგუფის წევრები ძირითადად სოციალურ დახმარებაზე არიან დამოკიდებული, თუმცა მათ შეიძლება ის დამატებითი შემოსავალიც დაკარგონ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არაფორმალური წყაროებიდან იღებენ. ამასთან, აღნიშნული ჯგუფი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება საკვებსა და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე გაზრდილი ფასების მიმართ.
  • ხანდაზმული მოქალაქეები უკიდურესად მოწყვლადი არიან ვირუსის საფრთხის მიმართ და განსაკუთრებით დიდი რისკის წინაშე დგანან ჯანმრთელობის კუთხით.

დონორები

შეავსე ფორმა