შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საქართველოს წიაღის კანონმდებლობის საინვესტიციო დაბრკოლებების აღმოფხვრა
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი, 2015

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში მცირეა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის თითქმის ერთი მეოთხედი სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მოდის. შედეგად, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მზარდ გამოყენებას აქვს პოტენციალი, სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წვლილი შეიტანოს საჯარო ფინანსებში.

როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს კანონმდებლობა, რათა მეტი ეკონომიკური სარგებელი და საბიუჯეტო შემოსავლები მივიღოთ სასარგებლო წიაღისეულის სექტორიდან? არსებული კანონმდებლობა უქმნის უსარგებლო დაბრკოლებებს ინვესტიციებს სასარგებლო წიაღისეულის სექტორში. ეს აბრკოლებს ინვესტორებს, გაზარდონ აქტივობები საქართველოში, რაც იწვევს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულისა და სხვა მსგავსი სექტორების ეკონომიკური ზრდის შემცირებას. ნაკლებ საბიუჯეტო შემოსავლებს ვიღებთ სექტორიდან, რომელიც, როგორც წესი, უაღრესად საინტერესოა გადასახადებისა თუ სხვა საბიუჯეტო შემოსავლების მიღების თვალსაზრისით

შეავსე ფორმა