შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

კოოპერატივების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი, 2016

2016 წლის 29 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენპარდის (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა უწყებათაშორისი ფორუმი – კოოპერატივების ხელმისაწვდომობა ფინანსებზე. ფორუმი მიზნად ისახავდა კოოპერატივებისათვის ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას.

ეს იყო CARE საერთაშორისო კავკასიის მიერ ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა (RDA) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) ერთობლივი თანამშრომლობით სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების სერიის რიგით მეოთხე ღონისძიება, რომელსაც პარტნიორობას უწევდნენ კონსორციუმის დანარჩენი წევრები – მერსი ქორი (Mercy Corps), ოქსფამი (Oxfam) და ადამიანი გაჭირვებაში (PIN).

ფორუმის მიმდინარეობისას, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და გამოცდილებები გააზიარეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დაინტერესებულმა მხარეებმა, როგორებიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (French Development Agency (AFD)), სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ფინანსური ინსტიტუტების, სალიზინგო, ბიზნეს- და საფინანსო-საკონსულტაციო ჯგუფების წარმომადგენლებმა, ENPARD-ის განმახორციელებელმა კონსორციუმებმა, კვლევითმა ცენტრებმა და სხვებმა.

შეავსე ფორმა