შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ჩაის სექტორში ჩართულ პირთა რეგიონული ფორუმი
ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2015

2015 წლის 1 ივლისს, ქალაქ ქუთაისში (სასტუმრო „ბაგრატში“) გაიმართა ჩაის სექტორში ჩართულ პირთა რეგიონული ფორუმი. ეს ფორუმი იყო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებული პირველი ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროექტ - „თანამშრომლობა სოფლის კეთილდღეობისათვის საქართველოში“ ფარგლებში. მსგავსი ტიპის ფორუმი მანამდეც გამართულა ENPARD-ის სხვა კონსორციუმის მიერ სხვადასხვა შესაფერისი ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო საქართველოში მეჩაიეობის დარგში არსებული პრობლემების გამოვლენა, ჩაის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული წარმოების საშუალებების, მიმწოდებლების, ფერმერების, კოოპერატივების, გადამამუშავებლების, ბაზრის შუამავლების, მომხმარებლებისა და ექსპორტიორების წინაშე არსებული დაბრკოლებებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ახალი საექსპორტო ბაზრების გამოვლენა, ჩაის ბრენდების განვითარება და სწორად პოზიციონირება ბაზარზე.

შეავსე ფორმა