შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

რა ზეგავლენას მოახდენს COVID-19 სურსათის მიწოდების ჯაჭვზე საქართველოში?
სამშაბათი, 07 აპრილი, 2020

COVID-19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სასურსათო მაღაზიების ცარიელი თაროების სურათები გამოჩნდა. ჯერჯერობით, აღნიშნული ფაქტები საკვები პროდუქტების რეალური დეფიციტით არ არის განპირობებული და ისინი პანიკაში ჩავარდნილი მომხმარებლების ქცევას ასახავს, რომლებმაც სურსათის დიდი რაოდენობით მომარაგება დაიწყეს.

პანდემიის გამო ადრეული პერიოდის გამოცემები (მაგ., IFPRI, 10 მარტი, 2020 წ.) გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კუთხით გარდაუვალ საფრთხეებს არ ვარაუდობდნენ, თუმცა უახლეს სტატიებში (მაგ., IFPRI, 20 მარტი , 2020 წ.; FAO, 26 მარტი, 2020 წ.; FAO, The Guardian) COVID-19-ის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად ყურადღება გამახვილდა პოლიტიკის დონეზე სათანადო რეაგირებების საჭიროებაზე, ადგილობრივ და გლობალურ სასურსათო სისტემებსა და სასურსათო უსაფრთხოებაზე. მსოფლიო მასშტაბით სურსათით ვაჭრობაში შესაძლო შეფერხებების საფრთხე სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება (IFPRI, 27 მარტი, 2020 წ.), რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) უკვე დაარეგისტრირა რამდენიმე ქვეყნის (მაგ., ყაზახეთი და ტაილანდი) შეტყობინება სურსათით ვაჭრობის შეზღუდვების შესახებ.

რადგან პანდემია ჯერ კიდევ გავრცელების ფაზაშია, რთულია, ვიწინასწარმეტყველოთ, როგორი იქნება მისი შესაძლო ზემოქმედება სასურსათო სისტემებზე. მიუხედავად ამისა, წინა კრიზისების გამოცდილებაზე დაყრდნობით და კორონავირუსის უპრეცედენტო გეოგრაფიული გავრცელებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, საკუთარი მოსახლეობის სურსათის სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად პროფილაქტიკურ ზომებს მიმართავს.

დონორები

შეავსე ფორმა