შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ეკონომიკური რეაგირება COVID-19-ზე: როგორ უმკლავდება გამოწვევას საქართველო?
სამშაბათი, 24 მარტი, 2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. აღარავინ სვამს კითხვას, როდის (ან თუ) დადგება გლობალური ეკონომიკური რეცესია, რადგან ის უკვე რეალობაა. მოვლენები სწრაფად განვითარდა:

  • სააქციო ბაზრებზე მაღალი მერყეობა დაფიქსირდა, აქციების ფასები ერთ დღეს მკვეთრად იზრდება, მეორე დღეს კი რეკორდულად ეცემა;
  • მსოფლიოს მასშტაბით კომპანიები ლიკვიდურობის დაკარგვის შიშით ფულად სახსრებს ინახავენ;
  • ქვეყნებმა მიიღეს მკვეთრი ზომები და შეზღუდეს საზღვარგარეთ მოგზაურობა და სოციალური ინტერაქცია;
  • ჯანდაცვის სისტემები იმ ქვეყნებში, რომელთაც ვირუსი ყველაზე მეტად შეეხო, ჩამოშლის ზღვარზეა;
  • ნავთობის ფასები დაეცა. ასეთი მკვეთრი ვარდნა 2016 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, რაც განაპირობა როგორც დაბალ მოთხოვნაზე მოლოდინებმა, ისე მიწოდების ზრდამ;
  • წარმოების პროცესები და ღირებულების ჯაჭვების კავშირები ჯერ აზიაში, მოგვიანებით კი ევროპასა და აშშ-შიც შეფერხდა;
  • OECD-ის პროგნოზით, გლობალური ზრდა 2020 წელს შეიძლება განახევრდეს და 1.5% შეადგინოს.

ეს ორმაგი შოკი მოქმედებს როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე და მაშინ დაატყდა მსოფლიოს, როდესაც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში კერძო და სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კოორდინირებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გარეშე ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა ადვილად მიაღწიოს ისტორიულ მასშტაბებს.

შეავსე ფორმა