შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის ხარისხის შედარება საქართველოს საბანკო და არა-საბანკო სექტორებში
ორშაბათი, 11 ივნისი, 2018

კვლევა მოიცავს 48 მოწინავე ბანკს შემდეგ 13 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ხორვატია. შერჩეული ქვეყნები წარმოადგენენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს სამხრეთ კავკასიის, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან.

აღნიშნული ქვეყნებიდან ბანკების შერჩევის კრიტერიუმები შემდეგია: ბანკები შერჩეული იქნა აქტივების ზომის მიხედვით. თითოეულ საკრედიტო პროდუქტზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მკვლევარების ჯგუფი უკავშირდებოდა შემდეგ უმსხვილეს ბანკს, მანამ, სანამ თითოეულ პროდუქტზე ორი დაკვირვება მაინც არ მოგროვდებოდა.

გამოკითხვა მოიცავს 5 საკრედიტო პროდუქტს (ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში): ფიქსირებულ განაკვეთიანი იპოთეკური სესხი, მცურავ განაკვეთიანი იპოთეკური სესხი, უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი და საკრედიტო ბარათები.

კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, მონაცემები მოძიებული იქნა შემდეგი ოთხი მეთოდის გამოყენებით: ბანკის წარმომადგენლებთან პირდაპირი სატელეფონო კონტაქტი, ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინი ჩატის მეშვეობით კონტაქტი, შერჩეული ბანკების ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მოძიება და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კონტაქტი.

შეავსე ფორმა