შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

ბიზნეს-ქეისები: ვისწავლოთ ქართველი მეწარმეების გამოცდილებიდან
ორშაბათი, 30 ივლისი, 2018

ამ წიგნში თავს იყრის რვა ბიზნეს-ქეისი, რომლებიც დაფუძნებულია ქართველი მეწარმეების ისტორიებზე. ამ მეწარმეებმა გამოიჩინეს გამბედაობა, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი. დიახ, გამბედაობა, რადგან მათ გამოიარეს სირთულეებით სავსე გზა ბიზნეს-გარემოში, რომელიც არც თუ ისე მეგობრულია ახალდამ­წყებებისადმი: შეზღუდულია წვდომა ფინანსებზე, ინფორმაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე; ბაზარი პატარაა და სავსეა უხარისხო, თუმცა იაფი იმპორტირებული პროდუქციით, იაფი პროდუქცია კი შესაბამისობაშია მოსახლეობის დაბალ მსყიდველობითუნარიანობასთან; მცირე მეწარმეები ძირითადად დაბალპროდუქტიულ დარგებში მოღვაწეობენ, აწარმოებენ ერთმანეთის მსგავს პროდუქციასა თუ სერვისებს და, შედეგად, მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ; კვალიფიციური კადრების მოძიება რთულია, ცოტაა ისეთი ადამიანიც, ვისგანაც შესაძლებელია სასარგებლო რჩევის მიღება.

ბიზნეს-ქეისები შედგენილია იმგვარად, რომ მკითხველმა კარგად გაითავისოს ის ეტაპები, რომელთა გავლაც საჭიროა ბიზნესის დასაწყებად და შემდგომში სამართავად.

შეავსე ფორმა