შეავსე ფორმა
Logo

პუბლიკაციები

მეკალმახეობა საქართველოში: ღირებულებათა ჯაჭვის რეგიონული კვლევა
ორშაბათი, 29 თებერვალი, 2016

საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც მას კარგ პოზიციაში აყენებს მთიან რეგიონში მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად. თუმცა ქართული კალმახის სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვებისა, რაც აფერხებს მის შემდგომ განვითარებას.

აღნიშნული კვლევის მსვლელობისას, ჩავატარეთ როგორც საოფისე, ისე საველე სამუშაოები, გავაანალიზეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები და კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ინტერვიუები. ჩვენ, ასევე, შევისწავლეთ მეკალმახეობის კოოპერატივის „სამეგობრო 2014-ის“ შემთხვევა, რომელშიც დაწვრილებით ვმსჯელობთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ბევრი მეკალმახე ფერმერი დგას ყოველდღიურად.

ჩვენი ანალიზის მიხედვით, საქართველოს კალმახის სექტორისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა კალმახის ადგილობრივი საკვების წარმოების არარსებობა და იმპორტირებული საკვები პროდუქტების მაღალი ფასებია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი ფირმების კონკურენტუნარიანობაზე. პროფესიული სასოფლო-სამეურნეო უნარჩვევების, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის მექანიზმების, პროდუქციის დიფერენციაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური მოწყობილობების არარსებობა, ასევე, არის დარგის გამოწვევათა ჩამონათვალში.

შეავსე ფორმა