შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მშპ-ის პროგნოზი
ISET-ის მშპ-ის პროგნოზი ფაქტორული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ადგენს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე და მომდევნო კვარტლის რეალური მშპ-ის პროგნოზს. პროგნოზის განახლება თვეში ერთხელ ხდება. დამოკიდებული ცვლადი არის კვარტალური მშპ (ჩვენ საქსტატის მშპ-ის წინასწარ მონაცემებს ვიყენებთ, როდესაც კვარტალური
მშპ-ის საბოლოო მონაცემი ხელმისაწვდომი არ არის). ხოლო ამხსნელი ცვლადები (ამჟამად 115) საქსტატის და ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან მოპოვებულ ყოველთვიურ ცვლადებს წარმოადგენენ.
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
ივნისი 2025 | 2025 წლის მშპ-ის პროგნოზი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინები ძლიერია, მიუხედავად გარე და შიდა წნეხისა
20 ივნისი 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მაისის მონაცემების საფუძველზე, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით გაიზრდება. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზრდება.

მაისი 2025 | ძლიერი ზრდა განუსაზღვრელობის ფონზე: მშპ-ის პროგნოზის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.1%-ით გაიზრდება
20 მაისი 2025

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მარტის მონაცემების საფუძველზე, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით, ხოლო მესამე კვარტალში – 6.5%-ით გაიზრდება. 2025 წელს წლიური ზრდა, ცუდი სცენარის შემთხვევაში 6% იქნება, საუკეთესო და საშუალო გრძელვადიანი სცენარის შემთხვევაში – 7.6%. ჩვენი საშუალო სცენარით, ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის საფუძველზე, რეალური მშპ 7.1%-ით გაიზრდება.

აპრილი 2025 | ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს ბაზისურ სცენარში 5.9% იქნება
21 აპრილი 2025

საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.7%-ს შეადგენს.

მარტი 2025 | ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2025 წელს მშპ-ის ზრდა 4.1%-დან 6.8%-მდე იქნება; მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, იანვრის ზრდამ 11.1% შეადგინა
20 მარტი 2025

საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 11.1%-ს შეადგენს.

თებერვალი 2025 | საქართველოს 2025 წლის მშპ-ის პროგნოზი: ზრდა ვაჭრობის მატების, საკრედიტო ბუმისა და სარეზერვო წნეხის ფონზე
20 თებერვალი 2025

საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.

შეავსე ფორმა