ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2024 წლის მესამე და მეოთხე კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. წარმოგიდგენთ ამ თვის მიგნებებს:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის ივლისის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 13%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 8.4% შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 9.5%. მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 9.7 % შეადგინა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის რეალური მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდება, 2024-ის მეოთხე კვარტალში კი – 6.4%-ს.
ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 8.1%-ს შეადგენს.