ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის მეორე და მესამე კვარტლებისთვის. წარმოგიდგენთ ამ თვის მიგნებებს:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის აპრილის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 11.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 7.8 %-ს მიაღწია.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის რეალური მაჩვენებელი 7.9% იქნება, 2024-ის მესამე კვარტალში კი – 6.1%.
აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.1-პროცენტიანი ზრდა, ხოლო საუკეთესი ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 8.8-პროცენტიანი ზრდა. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.2%-ით.