შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაისი 2024 | შემცირებული ექსპორტის/იმპორტის, ფულადი გზავნილების გამოწვევებისა და დაბალი ინფლაციის მიუხედავად სწრაფი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება
24 მაისი 2024

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის მეორე და მესამე კვარტლებისთვის. წარმოგიდგენთ ამ თვის მიგნებებს:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის მარტის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 8.2%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 2024 წლის პირველ კვარტალში 7.8%-ს მიაღწია.

საქსტატის მშპ-ის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, დეკემბრის კორექტირებულ მონაცემებში წინა თვეების მაჩვენებლებთან შედარებით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. შესაბამისად, ჩვენი მშპ-ის ზრდის პროგნოზიც აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დაკორექტირდა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2024 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის რეალური მაჩვენებელი 7.9% იქნება, 2024-ის მესამე კვარტალში კი – 6.1%.

მარტის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.1%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესი ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარების შემთხვევაში – 8.8%-იანი ზრდა. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.2%-ით.

შეავსე ფორმა