შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2024 | მკვეთრი ზრდა თუ დროებითი აღმასვლა? ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის ფორმირების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებს განიხილავს
25 მარტი 2024

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა განაახლა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლის პირველი და მეორე კვარტლებისთვის. წარმოგიდგენთ ამ თვის მიგნებებს:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2024 წლის იანვრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 5.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7.5%-ს მიაღწია. 

საქსტატის მშპ-ის ზრდის მაჩვენებლის გამოთვლის მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, დეკემბრის კორექტირებულ მონაცემებში წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. შესაბამისად, ჩვენი მშპ-ის ზრდის პროგნოზიც აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დაკორექტირდა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზით, 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური მაჩვენებელი 10.4%, 2024-ის მეორე კვარტალში კი 10.1% იქნება.

იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.8%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესი ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 9.4%-იანი ზრდა. ჩვენი შუალედური პროგნოზის თანახმად (უკანასკნელი ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მაჩვენებელზე დაყრდნობით), მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.9%-ით.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზი 2024 წელს ეკონომიკური ზრდის შესახებ შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური იყოს. ჩვენ მიერ გამოყენებული მოდელი შესაძლოა სრულად არ ასახავდეს უკრაინაში მიმდინარე ომის უარყოფით ზეგავლენას.

შეავსე ფორმა