შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი 2023 | საქართველოს სავაჭრო დეფიციტი და ქვეყანაში შემოდინებული ფულადი გზავნილები მცირდება, ინფლაციის მაჩვენებელი უცვლელია, სამომხმარებლო კრედიტების რაოდენობა და ფულის მასა კი იზრდება
23 ოქტომბერი 2023

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის აგვისტოს მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 5.8%-ს შეადგენს. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება კი 7%-ს უტოლდება.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2023 წლის მესამე კვარტალში 9.6%-ს შეადგენდა, მეოთხე კვარტალში კი – 9.3%-ს. 

აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 8.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულადაა შეფასებული. ეს იმითაა განპირობებული, რომ საქართველოს არსებულ მონაცემებში არ მოიძებნება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და ფართომასშტაბიანი მიგრაციის ანალოგი.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი მანამდე არსებული 5%-იდან 6%-მდე დააკორექტირა. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, პროგნოზის დაკორექტირების მიზეზებია პროდუქტიულობის ფაქტორების და განხორციელებული ინვესტიციების ზრდა, აგრეთვე უცხოური ფულადი ნაკადის გაზრდილი შემოდინება, რაც ქვეყნის შიდა ხარჯვის სტიმულირებისკენ მიმართულ მიმდინარე გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული.

შეავსე ფორმა