თებერვალი 2026 | საქართველოს 2026: ზრდის იმპულსი მჭიდრო მონეტარული პირობებისა და საგარეო არასტაბილურობის ფონზე
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 5.1%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 6.3%-ით გაიზრდება. 2026 წელს წლიური ზრდა ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში 4.9%-ია, ხოლო საუკეთესო ან საშუალო გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 6.3%-ით. ჩვენი საშუალო სცენარი (ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდაზე დაყრდნობით) რეალური მშპ-ის 6.1%-იან ზრდას პროგნოზირებს.
