მარტი 2026 | საქართველოს ძლიერი ზრდის პერსპექტივები 2026 წელს: მაღალი შიდა მოთხოვნა და გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უახლესი პროგნოზების მიხედვით, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 5.1%-ით, მეორე კვარტალში კი 6.3%-ით გაიზარდოს. 2026 წლის წლიური ზრდა პესიმისტურ სცენარში 4.9%-ს, ხოლო ოპტიმისტურ ან საშუალო გრძელვადიან სცენარში 6.3%-ს შეადგენს. ჩვენი ზომიერი სცენარის (ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდაზე დაფუძნებული) პროგნოზით, რეალური მშპ-ის ზრდა 6.1% იქნება.
