ინდექსები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მეოთხე და 2024 წლის პირველი კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2023 წლის სექტემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 5.1%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება – 6.8%-ს.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასების თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 6.2% იქნება, 2024 წლის პირველ კვარტალში კი – 2.7%.
სექტემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 7.1%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, პროგნოზის განმაპირობებელი მიზეზებია უცხოური ფულადი ნაკადის გაზრდილი შემოდინება, რაც ეკონომიკური საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს (მაგ. ადგილობრივი ხარჯები და მომსახურების ექსპორტი), აგრეთვე პროდუქტიულობის ფაქტორის და განხორციელებული ინვესტიციების ზრდა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის დეკემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 6.7%-ს შეადგენს. საშუალო წლიურმა რეალურმა მშპ-ის ზრდამ კი 9.5% შეადგინა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის ნოემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 7.5%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7% შეადგენს, მეორე კვარტლის – 9.7%, მესამე კვარტლის – 11%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 9.4%-ს შეადგენს.
საქსტატმა გამოაქვეყნა რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება 2024 წლის ოქტომბრისთვის, რომელიც 11%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებული ზრდა 8.7%-ს შეადგენს, მეორე კვარტლის – 8.7%-ს, მესამე კვარტლის – 11%-ს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 10% შეადგინა.
საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის სექტემბრის რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება, რომელიც 8.3%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლების შეფასებული ზრდა შესაბამისად 8.4%, 9.6% და 11.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 9.8% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი)2024 წლის აგვისტოს რეალური მშპ-ის ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც 12%-ს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის პირველი კვარტლის შეფასებულმა ზრდამ 8.4% შეადგინა, მეორე კვარტლის ზრდამ – 9.6%. შედეგად, 2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე საშუალო რეალური მშპ-ის ზრდამ 10% შეადგინა.