შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

იანვარი 2023 | შესაძლოა ასეთი წელი ვეღარ ვიხილოთ: 2022 წელს რეგიონული და გლობალური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10%-ს აჭარბებს
30 იანვარი 2023

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:

საქსტატმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 9,5%-ს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებელი 2,5 პროცენტული პუნქტით აღემატება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წინა მიმოხილვაში არსებულ მაჩვენებელს). 

2022 წელს მშპ-ის წლიური ზრდის პროგნოზი 10,1%-ს შეადგენს, რაც 0,9 პუნქტით ნაკლებია ჩვენს წინა მიმოხილვაში არსებულ მაჩვენებელზე. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2023 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი უცვლელია და 3,9%-ს შეადგენს.

შეავსე ფორმა