შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ოქტომბერი 2022 | ქარიშხლის ეპიცენტრში: 2022 წელს ეკონომიკაში ორნიშნა ზრდაა მოსალოდნელი, რაც ძლიერი საგარეო სექტორით იქნება განპირობებული
17 ოქტომბერი 2022

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. ქვემოთ მოცემულია ამ თვის განახლების ძირითადი მიგნებები:

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წლის მესამე კვარტლის (ივლის-სექტემბერი) მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა წინა თვის პროგნოზთან შედარებით და ახალი მაჩვენებელი 16.4%-ს გაუტოლდა. მეოთხე კვარტლის (ოქტომბერ-დეკემბერი) ზრდის პროგნოზის მესამე შეფასება კვლავ უცვლელი რჩება და 17.3%-ს უტოლდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2022 წლის აგვისტოს მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ამ ეტაპზე 10.5%-ს შეადგენს. შედეგად, 2020 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.3%-ია.

აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 13.8%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულადაა შეფასებული. რაც იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ეკონომეტრიკული მოდელი საქართველოს ეკონომიკური ცვლადების მხოლოდ წარსულ მნიშვნელობებს ეყრდნობა, სადაც არ მოიპოვება ასეთი ფართომასშტაბიანი ომის, სანქციებისა და მიგრაციის ანალოგი.

შეავსე ფორმა