ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2021 წლის მეოთხე კვარტლისა და 2022 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. განახლების შემდგომი ძირითადი მიგნებები კი ასე გამოუყურება:
ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2021 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელს გადახედა და მისი მნიშვნელობა (0.1 პროცენტული პუნქტით) 9.1%-მდე გაზარდა.
2021 წლის ნოემბრის თვისთვის მშპ-ის რეალური ზრდის წლიური მაჩვენებელი 12%-ს გაუტოლდა. შედეგად, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10.7%-ს შეადგენდა.
განახლების შედეგად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 10.9%-ს გაუტოლდა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მეორე პროგნოზი 2022 წლის პირველი კვარტლისთვის კი მშპ-ის ზრდას 7.4%-მდე ვარაუდობს.
ნოემბრის მონაცემებზე დაყრდნობით, ვვარაუდობთ, რომ 2021 წელს წლიური ზრდის მაჩვენებელი 10.8%-ს გაუტოლდება, რაც 0.1. პროცენტული პუნქტით მაღალია წინა პროგნოზის მონაცემებთან შედარებით.