შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციები, #9 | იანვარ-მარტი, 2018
30 აპრილი 2018

2018 წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულია, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (27.2%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27 495 ერთეული შეადგინა.

უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 37.1% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისის გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები გაზრდილია 21.0%-ით. უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისათვის (წლიური ზრდის ტემპი 105.0%), გურიისათვის (66.9%) და კახეთისათვის (31.7%).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამ¬გო-რი დომინირებს. პირველ კვარ¬ტალ¬ში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გაყიდვა საბურთალოზე (2,924 ერთეული) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვაკე (1,978 ერთეული) და სამგორი (1,286 ერთეული) ინაწილებენ.

პირველ კვარტალში თბილისს 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 200.2 ათას კვ.მ შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, როგორც ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-23.7%), ასევე მათი ჯამური ფართობიც (-33.5%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ასევე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში.

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (5.1%), ასევე გაქირავების ფასის (1.4%) ინდექსი. აღნიშნულ პერიოდში, 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქო ნების გაყიდვის საშუალო ფასი 860 აშშ დოლარსა და 906 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, ხოლო გაქირავების საშუალო ფასი კი 6.7 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო. 

მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყვე¬ლა¬ზე ძვირ რაიონად საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის სა¬შუ¬ა¬ლო ფასის (1078 აშშ დოლარი), ისე გაქირავების საშუალო ფასის (8.71 აშშ დოლარი) მიხედვით; საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (529 აშშ დოლარი), ხოლო გაქირავების კი - გლდანში (4.4 აშშ დოლარი).

სამი კვარტლის განმავლობაში სტაბილური შემცირების შემდეგ, 2018 წლის პირველ კვარტალში, კომერციული უძრავი ქონების გაყიდვების ფასის ინდექსი გაიზარდა 12.2%-ით, წინა კვარტალთან შედარებით, ხოლო გაქირავების ფასის ინდექსი კი ისევ კლებას განაგრძობს. აღნიშნულ პერიოდში, 1 კვ.მ. კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1,099 აშშ დოლარსა და 1 182 აშშ დოლარს შორის მერყეობს, ხოლო გაქირავების საშუალო ფასი – 8.7 აშშ დო¬ლარსა და 9.6 აშშ დოლარს შორის. 

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა როგორც ბათუმში (-11.0%), ასევე ქუთაისში (-6.1%). ტრანზაქციების აღნიშნული შემცირების ფონზე, ორივე ქალაქში გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასის ინდექსი. აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ბათუმში 772 აშშ დოლარს შეადგენს (1 კვ.მ), ხოლო ქუთაისში შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 391 აშშ დოლარს უტოლდება.

შეავსე ფორმა