შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ხაჭაპურის ინდექსის სპეციალური გამოშვება: ახალი წლის სუფრის ინდექსი – 20 დეკემბერი
19 დეკემბერი 2015

ახალი წელი კარს მოგვადგა და ქართველმა დიასახლისებმაც დაიწყეს სადღესასწაულო ფუსფუსი. ვემზადებით ჩვენც. ამჯერად ჩვენი მკითხველებისთვის განსაკუთრებული კერძი მოვამზადეთ – ახალი წლის სუფრის ინდექსი! ჩვენ მიერ მომზადებულ ქართული სუფრის რუკაზე წარმოდგენილია 5-6 სულიანი ოჯახის სტანდარტული საახალწლო კერძების ფასები (ლარებში) საქართველოს თითოეულ რეგიონში. ჩვენ დავითვალეთ ფასები ისეთი ტრადიციული საახალწლო კერძებისთვის, როგორიცაა ხაჭაპური, მწვადი, საცივი, კალმახი, შემწვარი დედალი, ოლივიეს სალათი, ფხალეული, კიტრისა და პომიდვრის სალათი, დესერტებიდან კი გოზინაყი და ხილი.

ინდექსმა აჩვენა, რომ საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი შიდა ქართლშია (123.1 ლარი), ყველაზე ძვირი – აჭარაში (159.7 ლარი). ალბათ, ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტი საახალწლო სუფრაზე არის ნიგოზი. წლის ამ დროს 1 კგ. ნიგვზის ფასი 15.8 ლარიდან 27.5 ლარამდე მერყეობს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და ჩვენი გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

შეავსე ფორმა