COVID-19-ზე რეაგირება საქართველოში: იყო თუ არა კარანტინი გამართლებული?
დაწყებიდან დღემდე პანდემიამ 180-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს შესაბამისი ინდექსით აფასებს და სამთავრობო პოლიტიკებს სხვადასხვა ჭრილში ადარებს.