25
თებერვალი
2019
წყლის დანაკარგები და საოპერაციო ეფექტიანობა წყლის სექტორში: მიგნებები და პოლიტიკის შემოთავაზებული მიმართულებები
წყლის დისტრიბუციის ქსელისთვის დამახასიათებელი მოცულობითი და ქრონიკული დანაკარგები ქართული წყალმომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მხოლოდ ურბანულ ცენტრებში, წყლის მიწოდების დაახლოებით 700 მილიონი კუბური მეტრი არაშემოსავლიანი (Non-Revenue Water – NRW) წყლის წარმოებაზე მოდის. წყლის დანაკარგების მაღალი მაჩვენებლები საოპერაციო ხარჯებს ზრდის და, შესაბამისად, წყალმომარაგების არაეფექტიან საოპერაციო სისტემამდე მივყავართ.