როგორია გადახდისუუნარობის ახალი კანონის შედეგები?
2021 წლის 1 აპრილიდან საქართველოში მოქმედებს გადახდისუუნარობის ახალი კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი საქართველოში მომუშავე ბიზნესი ჩიხში შევიდა და ფინანსური ვალდებულებების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს, მას აქვს შესაძლებლობა, ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ეფექტიანად დაარეგულიროს კრედიტორებთან ურთიერთობა – მოახერხოს რეაბილიტაცია და სიცოცხლისუნარიანი დაუბრუნდეს ბაზარს ან, შესაბამის შემთხვევაში, გაკოტრდეს და გავიდეს ბაზრიდან.